„საქართველო თითქმის ნახევრად უკვე თურქულია, განსაკუთრებით აჭარა“

რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში სამ დეკემბერს გადაიცა ინტერვიუ ცნობილ რუს ჟურნალისტ მაქსიმ შევჩენკოსთან (პროგრამა „განსაკუთრებული თვალსაზრისი“, წამყვანი – დარია პეშიკოვა). ბუნებრივია, საუბარი შეეხო თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ეერთ უმწვავეს საკითხს – ახლო აღმოსავლეთის პრობლემას, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს…

გთავაზობთ ამონარიდს მაქსიმ შევჩენკოს ინტერვიუდან, რომელიც საქართველოს ეხება:

„გასაგებია, რომ სამხრეთ კავკასია რუსეთისა და თურქეთის ერთგვარი პარიტეტული ინტერესების ზონას წარმოადგენს. აქ არის საქართველო, რომელიც თითქმის ნახევრად უკვე თურქულია, განსაკუთრებით აჭარა, ბათუმი, [ეს ტენდენცია] ფოთშიც კი შეინიშნება.

აჭარაში აეროპორტი ფაქტიურად თურქებს ეკუთვნის, მათი ინვესტიციებითაა აშენებული. თურქეთი საქართველოს თავისი სასიცოცხლო ინტერესების ზონად მიიჩნევს, მაგრამ რუსეთიც ასევე თვლის, რომ საქართველო მისი სასიცოცხლო ინტერესების ზონაა, მისი გავლენის სფეროა.

იქ, სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარები არიან დისლოცირებული. ქართველები აცხადებენ, რომ ეს მათი თერიტორიაა, ჩვენ კი ვთვლით, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ასეა თუ ისე, ეს ტერიტორია ვიღაცის ვიღაცასთან კონფლიქტისა და შეტაკების ზონაა.

მე ვლაპარაკობ სტრატეგიულ პერსპექტივაზე, ანუ იმის შესახებ, რასაც სამომავლოდ ვხედავ. სირია, ჩემი აზრით, სამხედრო დაპირისპირების კერაა, კავკასიაში კი – რუსეთისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა“. – განაცხადა შევჩენკომ

marshalpress.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.