საქართველო უცხოელ დევნილებს ერთწლიან თავშესაფარს მისცემს?

საქართველო უცხოელ დევნილებს, რომლებიც მის ტერიტორიაზე მათ ქვეყნებში არსებული კონფლიქტების გამო იმყოფებიან, დროებითი თავშესაფრის უფლებას მისცემს.

«ამ კატეგორიის უცხოელი მოქალაქეებისთვის ასეთი სტატუსი გაიცემა ერთი წლის ვადით, ხოლო როგორც კი მათ ქვეყნებში სიტუაცია დალაგდება, ისინი ვალდებული იქნებიან, უკან დაბრუნდნენ.» — ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, დევნილების შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებები ჯერ კიდევ გასულ წელს შევიდა, ახლა კი განიხილება ყველა აუცილებელი პროცედურა, რომელიც უცხოელი მოქალაქეებისთვის საქართველოში დროებითი თავშესაფრის გაცემისთვისაა საჭირო

წყარო: http://www.geomigrant.com/2016/02/15/грузия-будет-предоставлять-беженцам-убежище-на-один-год/

Comments
Loading...