“საქართველომ უვიზო მიმოსვლა დღესვე უნდა მიიღოს, ყველაზე გვიან ხვალ”

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეტერ სიიარტოს თქმით, უვიზო რეჟიმის პროცესის გაჭიანურების გამო ევროკავშირის სანდოობის საკითხი საფრთხის ქვეშ დგება.

პეტერ სიიარტოს განცხადებით, საქართველომ და უკრაინამ უვიზო მიმოსვლა დღეს თუ არა, ყველაზე გვიან ხვალ უნდა მიიღონ.
“ჩემი აზრით, ევროკავშირი ძალიან უსამართლოა საქართველოს და უკრაინის მიმართ. ვინაიდან ამ ქვეყნებმა დააკმაყოფილეს მოთხოვნები. საქართველომაც და უკრაინამაც უნდა მიიღოს უვიზო მიმოსვლა, ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. უნგრეთს ხშირად აკრიტიკებენ, რომ თითქოს რუსეთის მიმართ ყოველთვის პირდაპირი არ ვართ. მე ასეთ კითხვას დავსვამ. რა ეხმარება უფრო მეტად რუსულ პროპაგანდას, ვიდრე საქართველოსთვის და უკრაინისთვის უმიზეზოდ უვიზო რეჟიმის მინიჭების გაჭიანურება. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მეტად ეხმარება. თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, საფრთხის ქვეშ ვაყენებთ მთელი ორგანიზაციის სანდოობას. უკრაინისთვის ორი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ერთი თავისუფალი ვაჭრობა და მეორე უვიზო მიმოსვლა. ორივე დაბლოკილია ან ევროპული ინსტიტუტების მიერ ან შედარებით ხანდაზმული წევრი ქვეყნებიდან. თავისუფალი ვაჭრობა არ ამოქმედებულა იმ ქვეყნის გამო, რომელიც საკუთარ თავს ყველაზე ევროპულს და გახსნილს უწოდებს, ნიდერლანდები. უვიზო რეჟიმი კი არ ამოქმედებულა ევროკავშირის ინსტიტუტების სრულიად აუხსნელი საქციელის გამო. საქართველომ და უკრაინამ უნდა მიიღონ უვიზო მიმოსვლა დღესვე, ყველაზე გვიან ხვალ”, – აღნიშნა პეტერ სიიარტომ საზოგადოებრივთან საუბარში.

წყარო: პირველი არხი

Comments
Loading...