საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, “სამტრედიას” თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს შესანიშნავი შეთავაზებები აქვს.

უცხოური პრესის თანახმად, ზივზივაძის მიმართ ინტერეს უკრაინული, პოლონური, ავსტრიული და უნგრული გუნდები იჩენენ, თუმცა ყველაზე საინტერესოდ “აუგსბურგის” მხრიდან დაინტერესება გახლავთ. გერმანელები ზივზივაძეს აკვირდებიან და მოლაპარაკების შემთხვევაში, 700 ათას ევრომდე გადახდას არიან ყაბულს.

თვითონ ფეხბურთელი ჯერჯერობით თავს იკავებს კონკრეტულ კლუბებზე საუბრიდან და განაცხადა, რომ ყველაფერი იანვარში გაირკვევა. მანამდე, ავტორიტეტულამ გერმანულმა საიტმა “ტრანსფერმარკეტმა” ბუდუს სატრანსფერო ღირებულება 350 ათასი ევროდან 550 ათას ევრომდე გაზარდა.

ზივზივაძემ “სამტრედიასთან” ერთად ჩემპიონი და 13 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

 

წყარო  : fexburti.ge

Comments
Loading...