„საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა” – ტერორიზმი გლობალური გამოწვევაა

არასამთავრობო ორგანიზაცია – „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა“, უსამძიმრებს საფრანგეთს და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს. ჩვენი ორგანიზაცია გმობს ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებასა და ტერორიზმს! მომხდარი ტერორისტული ფაქტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმ ვალდებულების არსებობაში თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობით აღჭურვილი ყველა სახელმწიფოს ერთად დგომა და ზრუნვა მშვიდობის უზრუვნელსაყოფად.
ტერორიზმი გლობალური გამოწვევაა.გამომდინარე იქიდან, რომ ის თავისი ფუნდამენტალური არსით მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენს საფრთხეს, რეაგირება უნდა იყოს საერთაშორისო ფორმატში, ზოგადად მსოფლიომ, ცივილიზებულმა სამყარომ უნდა იფიქროს ამაზე და ერთობლივად გადადგან ადექვატური ნაბიჯები.

Leave A Reply

Your email address will not be published.