საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ ლერი ხაბელოვი აირჩიეს

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ 78 ხმით 57-ის წინააღმდეგ აირჩიეს. სეოკის პრეზიდენტის არჩევნებში 136 დელეგატიდან 135-მა მიიღო მონაწილეობა. არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა- ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი.

სეოკის საანგარიშო საარჩევნო სესია 12:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 16:00 საათზე დამთავრდა.

Comments
Loading...