„საქართველოს ეროვნულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ“ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან აქცია გამართა

„საქართველოს ეროვნულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია გამართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ოფისთან, პირიმზის შენობასთან. აქციის პროცესის მიმდინარე მოვლენებს საკმაოდ დაძაბული და პროვოკაციული ფონი უძღვოდა, რაც გამოიწვია ერთ-ერთი დიდი ნაციონალის, ერეკლე კოდუას ძმის – გიორგი კოდუას გამოჩენამ და მისმა მოთხოვნამ რომ საპროტესტო აქცია დასრულებულიყო. აქციაზე მოხდა სიტყვიერი დაპირპისპირება,ინციდენტის განსამუხტავად პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

“რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივას რომ გაგვეპროტესტებინა ნაციონალური მოძრაობის არსებობა ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში საფუძვლად უძღვოდა უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ვიდეობი, რომელშიც ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობა, რაც რაღა თქმა უნდა, სწორედ იმ სასტიკი რეჟიმის ხელწერაა. მიგვაჩნია, რომ საქართველოში უნდა დასრულდეს ნაციონალური მოძრაობა, როგორც დანაშაულებრივი ძალა.
ჩვენი ორგანიზაცია გმობს ძალადობას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას რომ გაასამართლოს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ყველა დამნაშავე და დაისაჯონ ისინი უმკაცრესი ზომებით თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის! ჩვენი მთავრობა ვალდებულია გადავიდეს სამართლებრივი შეფასების სწორ რეჟიმში, რადგან აუცილებლად მოხდეს დანაშულის აღკვეთა რომ ქვეყანა არ ჩავარდეს ქაოსში და ჩვენმა საზოგადოებამ ნახოს თუ რას ნიშნავს სამართალი.
ასევე მსურს შევახსენო ყველას, რომ ჩვენს ორგანიზაციაში „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა“ გაერთიანებულია ასობით ახალგაზრდა ,ჩვენი რიგები დღითიდღე იზრდება. ჩვენ არ შევეგუებით ძალადობას ,მითუმეტეს დანაშაულის დაფარვას და დაუსჯელობას. გაერთიანებულ ახალგაზრდობას კი წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება !”

აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე ელენე ლორთქიფანიძე “mpress”-სთან საუბრისას

Comments
Loading...