“საქართველოს კანონში შემოვა ახალი ცნება – მიუსაფარი ბავშვი,” – თეა წულუკიანი

“საქართველოს კანონში შემოვა ახალი ცნება – “მიუსაფარი ბავშვი”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. თეა წულუკიანმა მიუსაფარი ბავშვების უფლებების დაცვაზე ისაუბრა.

“საქართველოს კანონში შემოვა ახალი ცნება – “მიუსაფარი ბავშვი”, ამ სტატუსზე კი მიბმული იქნება მთელი რიგი საჯარო სერვისებისა. ამ რეფორმის შედეგად ჩვენ მივცემთ მზრუნველობის ორგანოებს ანუ სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროსადმი მომართვის უფლებას და ეს საკითხი აღარ იქნება მშობელზე ან სხვა კანონიერ წარმომადგენელზე დამოკიდებული,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კანონპროექტით სოციალური მუშაკის უფლებამოსილებაც ფართოვდება.

“სოციალურ მუშაკს ამ რეფორმით მიეცემა საშუალება უგულვებელყოფის ან ძალადობის შემთხვევაში უკიდურესი ზომის სახით დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის აგრესორისგან განცალკევების შესახებ,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

Comments
Loading...