“საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შავმა პიარმა მაინც გამოჟონა”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, საქართველოს მისამართით უამრავი კრიტიკა ძირითადად ევროპის სახალხო პარტიის აქტიურობით იყო გაჟღერებული.

ამის შესახებ კვაჭანტირაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას განაცხადა.

“ძირითადად ევროპის სახალხო პარტიის აქტიურობით იყო გაჟღერებული უამრავი კრიტიკა საქართველოს მისამართით, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ კრიტიკას ევროპარლამენტი არ გაიზიარებდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შავმა პიარმა მაინც გამოჟონა, ისევ ჩვენი კოლეგებისგან, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები შავი პიარის ფორმირებაში, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი ცუდი ტექსტი ვერ გავიდოდა და ვიცით, რომ საბოლოოდ შეჯერებული ვარიანტი არის დაბალანსებული და ძალიან კარგი დოკუმენტი“
, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

Comments
Loading...