საქართველოს ლუგარის ლაბორატორია კვლავ სკანდალშია-საიდან ვრცელდება ვირუსები?

საქართველოს ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია კვლავ სკანდალში გაეხვია
სომხური მასმედია ათი თანამემამულის სიკვდილში სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრს ადანაშაულებს
საქართველო არ ეთანხმება სომხურ მასმედიაში გამოქვეყნებულ ზოგიერთ პუბლიკაციას, რომლებშიც შეინიშნება კავშირი თბილისის გარეუბანში მდებარე ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიასა და საზღვრისპირა რეგიონში გრიპით დაავადების გახშირებულ შემთხვევებს შორის. ქართული მხარე თვლის, რომ ასეთი სახის პუბლიკაციების მომრავლება „ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების დეზინფორმაციული მოქმედების შედეგია“. რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებია მხედველობაში – თბილისი ამას არ აზუსტებს (ავტორი – იური როქსი).
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, სომხურ მასმედიაში მოხსენიებული ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია, ანუ როგორც მას სრულად ჰქვია – სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის კვლევითი ცენტრი – ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული ლაბორატორიაა, რომელსაც უცხოური კომისიები მუდმივად ამოწმებენ და აკონტროლებენ. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ლაბორატორიაში თითქოსდა რაღაც ექსპერიმენტები მიმდინარეობს, სისულელეა. ეს ეხება იმ ჭორებსაც, რომელთა თანახმად, კვლევით ცენტრიდან ვითომდა სახიფათო ბაცილები და შტამები ვრცელდება, რომლებიც ადამიანთა დაღუპვას იწვევს.
სომხურ მასმედიაში ლაბორატორიის შესახებ სკანდალური პუბლიკაციების საბაბი გახდა ათი მოქალაქის გარდაცვალება ე.წ. „ღორის გრიპის“ გამო. დაღუპულთა დიდი უჯმრავლესობა სომხეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ცხოვრობდა. სწორედ ამ რეგიონში ხდებოდა ხოკლმე ბოლო წლებში „ღორის გრიპის“, „ფრინველის გრიპის“, ციმბირის წყლულით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებების შემთხვევები, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტებში ლაბორატორიის საქმიანობის კვალი ვერცერთხელ ვერ დადასტურდა. გარდა ამისა, დაავადების შემთხვევები „ეპიდემიად“ არ იქნა შერაცხული, რადგან სნეულების გავრცელება და რაოდენობა ეპიდემიის პარამეტრებში არ ჯდებოდა.
თბილისი ამჯერადაც კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ ტერმინი „ეპიდემია“ იქნეს გამოყენებული: „ჩვენთან გრიპის შემთხვევები მატულობს, მაგრამ ეპიდემიამდე ჯერ შორს ვართ (500 ავადმყოფი ასი ათას ადამიანზე). ჩვენ ჯერ ნახევრამდეც არ მივსულვართ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ. მისი ტქმით, ის ავტორები, რომლებიც წერენ, რომ ლაბორატორია სახიფათო ავადმყოფობის გამომწვევიაო, ან დილეტანტებია, რომლებმაც ერთ-ერთი ქვეყნის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას დაუჯერეს. „ასეთივე სტატიები ქვეყნდება არამარტო სომხურ მასმედიაში, არამედ ზოგიერთ ქართულ არასერიოზულ საიტებზეც“.
თავის დროზე ლაბორატორიის საკითხის გამო ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის მწვავედ აკრიტიკებდა: ამბობდნენ, რომ თბილისის გარეუბანში ამგვარი დაწესებულების დაარსება იმას ნიშნავს, რომ ამერიკა საქართველოს მეორეხარისხოვან ქვეყნად მიიჩნევს, ხოლო ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიცემული თანხმობა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ხალხის ფეხებზე დაკიდებაო, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოპოზიციონერმა კრიტიკოსებმა თავიანთი დაპირება „ქართველებზე ცდების ჩამტარებელი“ ლაბორატორიის გაუქმების თაობაზე დაივიწყეს. შეიძლება იმიტომაც, რომ იქ ადამიანებზე არანაირი ცდები არ ტარდებოდა.
რამდენიმე წლის წინათ, როცა რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ, საქართველო-რუსეთის საზღვრისპირეთში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადების მატების გამო, ლუგარის ლაბორატორიის უთანაზიარობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოითხოვა, თბილისმა რუსი ჟურნალისტების დელეგაცია მიიწვია. პაატა იმნაძის თქმით, რუსული ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა ლაბორატორია დაათვალიერეს და დარწმუნდნენ, რომ მასში მხოლოდ მშვიდობიანი კვლევები ტარდებოდა. რიცარდ ლუგარის ცენტრი, პროფესიული თვსლსაზრისით, ღია დაწესებულებაა, მაგრამ, რასაკვირველია, მას საექსკურსიო ობიექტად ვერ გადავაქცევთ. მასში მუშაობენ არა მხოლოდ ამერიკელები, არამედ [წარმოშობით] რუსი, გერმანელი, თურქი, სომეხი და აზერბაიჯანელი მეცნიერები. ასე რომ, არაფერი დამალული არ არის“.
ობიექტურად თუ ვიტყვით, პ.იმნაძის ნათქვამი დიდად დამარწმუნებელი არგუმენტი ნამდვილად არ არის. ჟურნალისტებმა ნახეს მხოლოდ ის, რაც აჩვენეს და ბუნებრივია, მათ ყველაფერს არ აჩვენებდნენ. შესაბამისად, რა არის ღია და რა არის დამალული, ამის სიტყვაზე დაჯერება საეჭვოა. და მაინც, საიდან დაიწყო ეს მითქმა-მოთქმა ბაქტერიოლოგიური იარაღის სექმნის თაობაზე?
მიზეზი, ალბათ, მართლაც იმაშია, რომ საქართველოს-სომხეთის საზღვრისპირა რეგიონში სხვადასხვა დაავადებების ფაქტებმა იმატა, თუმცა აქ უკვე საკითხი აღრიცხვასა და სხვადასხვა მონაცემების გამჭვირვალობას ეხება. საბჭოთა კავშირის დროს ვეტერინარული კონტროლი მეტ-ნაკლებად მაღალ დონეზე იყო, მაგრამ სამაგიეროდ, საბჭოური ეპოქის კვალობაზე, როცა ყოველი დარგის ამსახველ ინფორმაციაზე შეიძლებოდა მკაცრი კონტროლი დაწესებულიყო, თუ პირუტყვი მასობრივად დაიღუპებოდა, ამ ფაქტის ფართოდ გავრცელება არ მოხდებოდა (აქ ავტორი იხსენებს საკუთარი თვალით ნანახ სიტუაციას, როცა 1970-იან და 1980-იან წლებში საქართველო-სომხეთის რესპუბლიკებს შორის არსებული საზღვარი რამდენჯერმე იყო დახურული ეპიდემოლოგიური თვალსაზრისით).
რ.ლუგარის ლაბორატორიის მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი არგუმენტი ისაა, რომ ადრე ამ ადგილებში მსგავს ავადმყოფობები არ იყოო. გასაგებია, მაგრამ განა ადრე რეგიონში და მსოფლიოშიც ვინმემ რაიმე იცოდა „ღორის“ ან „ქათმის გრიპის“ შესახებ?
რას შეეხება ლაბორატორიის „პასპორტს“: ობიექტი 2007 წელს აშენდა თბილისთან ახლოს, აშშ-ისა და საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს დადებული როგორც ჩარჩო-ხელშეკრულების, ასევე ორივე ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. ლაბორატორიის დანიშნულებაა მოსახლეობასა და ცხოველებში სახიფათო ინფექციების აღმოჩენა, ეპიდემოლოგიური ზედამხედველობა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. რასაკვირველია, ლაბორატორიის კრიტიკა არც პირველია და არც უკანასკნელი არ იქნება. ეს დაწესებულება ყოველთვის აღმოჩნდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმ დროს, როცა მოსახლეობაში რომელიმე სნეულების ფაქტები მოიმატებს“.

წყარო: http://www.ng.ru/cis/2016-01-20/7_gruzia.html

Leave A Reply

Your email address will not be published.