საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიასთან დამარცხდა (22:28)

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტების პირველ შეხვედრაში, იაპონიის ნაკრებთან დამარცხდა.

“ბორჯღალოსნებმა” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მატჩი ანგარიშით 22:28 დაასრულეს.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიის ნაკრებს ოთხჯერ შეხვდა, “ბორჯღალოსნებმა” ოთხი შეხვედრიდან გამარჯვება მხოლოდ ერთხელ მოიპოვეს.

დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები” მსოფლიოს რეიტინგში ფიჯის ნაკრებს გაუსწრებდნენ და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდებოდნენ

Comments
Loading...