საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი

საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნილ სკოტმა ხელი მოაწერეს 2016-2020 წლებში საქართველოსთან გაეროს თანამშრომლობის გეგმას მდგრადი განვითარებისთვის.

თანამშრომლობის დოკუმენტი ხუთ პრიოიტეტული მიმართულებას შეიცავს – დემოკრატიული მმართველობა, დასაქმება, საარსებო პირობები და სოციალური დაცვა, განათლება, ჯანდაცვა და საზოგადოების უსაფრთხოება და სიცოცხლისუნარიანობა.

ხელმოწერას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

Comments
Loading...