საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში იტალიას გადაასწრო
29 თებერვალს, World Rugby-მ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იტალიას გადაასწრო და მეთოთხმეტე პოზიციიდან მეცამეტეზე გადავიდა.
ათეულში, პირველ რვა პოზიციაზე მყოფი გუნდების მდგომარეობა არ შეცვილა. მე-11 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა შოტლანდიის ნაკრებმა, ლიდერი კი კვლავაც ახალი ზელანდიაა.