საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და გენმდივანმა უეფას ნაკრებში ითამაშეს

ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში, სადაც ფიფას 67-ე კონგრესი მიმდინარეობს, უეფას ნაკრები ბაჰრეინისა და სხვა საფეხბურთო კონფედერაციების წევრებისგან დაკომპლექტებულ ნაკრებს დაუპირისპირდა.

უეფას გუნდში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ითამაშეს.

ფიფას შემდეგი კონგრესი, ივნისში, მოსკოვში, კონფედერაციის თასის პარალელურად გაიმართება და არ არის გამორიცხული, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაც დასახელდეს.

წყარო: ipress.ge

Comments
Loading...