საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ზუგდიდს ეწვევა

პრეზიდენტი ხვალ ზუგდიდს ეწვევა და შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კამპანია “კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში სტუდენტებთან კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსიას გამართავს .

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვების კომისიის შეხვედრას შეუერთდება და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საყოველთაო განხილვებში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ომის ვეტერან ქალს ოლგა ცალანს მოინახულებს. გიორგი მარგველაშვილი 91 წლის ვეტარანს ღირსების ორდენით დააჯილდოებს და 140 ლარიან ვაუჩერს გადასცემს.

140 ლარიან “ავერსის” წამლების ვაუჩერს ხვალ პრეზიდენტისაგან საჩუქრად მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ვეტერანი მიიღებს.

ხვალვე ზუგდიდში გიორგი მარგველაშვილი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას მიაგებს პატივს და მათ მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

Comments
Loading...