საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოში არსებულ ვითარებას ეხმიანება

მსოფლიოში არსებულ ვითარებას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილმა გერმანიასა და თურქეთში მომხდარი თავდასხმები დაგმო. განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ გააკეთა.

„პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბერლინსა და ანკარის ტერაქტების გამო, ასევე ციურიხში მომხდარი ფაქტის გამო. ტერორიზმის გზით ანგარიშსწორება უდანაშაულო ადამიანებზე, თავდასხმა დიპლომატზე არის სრულიად მიუღებელი, აღმაშფოთებელი და დასაგმობი სრულიად ცივილური სამყაროსთვის,“ – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერი სირიაში მიმდინარე კონფლიქტსაც გამოეხმაურა.

„ჩვენ ვეძებთ გზებს სირიაში მყოფი ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. ამ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრა დღეს გაიმართება,“ – განაცხადა მიშველაძემ.

Comments
Loading...