საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს და დიალოგის აუცილებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.საქართველოს პრეზიდენტმა 23 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მათთვის მისაღებ ფორმატში შეხვედრა შესთავაზა.

Leave A Reply

Your email address will not be published.