საქართველოს პრეზიდენტმა თამარ ბერუჩაშვილი დიდ ბრიტანეთში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თამარ ბერუჩაშვილი მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ახალდანიშნულ ელჩს მის შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თამარ ბერუჩაშვილი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2016 წლის 1 მარტიდან შეუდგება.

Leave A Reply

Your email address will not be published.