საქართველოს პრეზიდენტმა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და სამოქალაქო თავდადებისთვის ირინა ენუქიძე, გარდაცვალების შემდეგ თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა.

ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სანდრო გირგვლიანის მამას, გურამ გირგვლიანს გადასცა.

Comments
Loading...