საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას ხელი მოაწერა. ამის შესახებ განცხადება გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ხელმოწერილი დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნა.

“შემოსულია საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატურა, რომელიც მე უკვე გადავაგზავნე პარლამენტში დასამტკიცებლად, რათა არ შეიქმნას შეფერხება. ამდენად, ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მე მხარი დავუჭირე როგორც პრემიერმინისტრის გადადგომას, ასევე ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურის წარდგენას. ახლა უკვე ჯერი საქართველოს პარლამენტზეა,” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა სწორედ დღეს დაასახელა.

Leave A Reply

Your email address will not be published.