საქართველოს რატიფიცირება ევროკავშირის 28-ვე ქვეყანამ მოახდინა!

“კარგი ამბავი მოვიდა ისევ ბრიუსელიდან, იმიტომ, რომ ბელგია, რომელიც იყო 28- ე ქვეყანა ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომელსაც რატიფიცირება არ ჰქონდა დასრულებული ასოცირების ხელშეკრულების, დაასრულა ეს პროცესი.” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

“ასე რომ, დღევანდელი მდგომარობით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულება ევროპის ყველა სახელმწიფოს მიერ არის რატიფიცირებული, გილოცავთ ამ მოვლენას!”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

Comments
Loading...