საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

,საქართველოს რკინიგზა“ მოგმართავთ თხოვნით, რკინიგზა მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ და მოწყობილ ადგილებზე გადაკვეთოთ, რათა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნათ. რკინიგზის ხაზის უსაფრთხოდ გადაკვეთა მოქალაქეებს ფეხით სავალი ხიდების, გვირაბების, გადასასვლელებისა და სპეციალურად მოწყობილი ფენილების მეშვეობით შეუძლიათ. რკინიგზის ლიანდაგებზე გავლა, იქ, სადაც არ არის ნებადართული, სპეციალური ადგილები, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რომელსაც შესაბამისი სანქციები მოყვება.

Leave A Reply

Your email address will not be published.