„საქართველოს საზღვრებზე, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად კონტროლი უნდა გამკაცრდეს“

ექსპერტის, კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძის შეფასებით აუცილებელია საქართველოს საზღვრებზე, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, კონტროლი გამკაცრდეს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს პანკისში მიმდინარე პროცესებს. არეშიძის თქმით, მათთვის, ვისაც ისლამის კუთხით სურს განათლების მიღება, აქ უნდა გაკეთდეს სასწავლებელი.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს საქართველოდან ახალგაზრდა მუსულმანების წასვლა სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით საეჭვო ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. ამიტომ აქ უნდა გაკეთდეს სასწავლებელი მათთვის, ვისაც უნდა მიიღოს რელიგიური განათლება ისლამის კუთხით“,- განაცხადა არეშიძემ.

Comments
Loading...