საქართველოს შეიძლება დაემუქროს ის, რაც რუსეთმა ყირიმში გააკეთა – უილიამ კორტნი

საქართველოს შეიძლება დაემუქროს ის, რაც რუსეთმა ყირიმში გააკეთა, – განაცხადა ”ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ყოფილ ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ. მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოების ასამაღლებლად, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება მთავარი ამოცანა უნდა იყოს.

”საქართველოს შეიძლება დაემუქროს ის, რაც რუსეთმა ყირიმში გააკეთა. ვგულისხმობ ტერიტორიის მოულოდნელ დასაკუთრებასა და ანექსიას, აგრეთვე აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრას. ჩნდება კითხვები: გააგრძელებს თუ არა რუსეთი აქტიურობას და შეუქმნის თუ არა სხვა მეზობლებს სამხედრო საფრთხეს. საქართველო ერთ-ერთი ამ მეზობელთაგანია. საქართველოს უსაფრთხოების ასამაღლებლად, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება მთავარი ამოცანა უნდა იყოს. დასავლეთს შეუძლია, მიაწოდოს საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება, მაგრამ მას ეს ჯერ არ გაუკეთებია და არც უკრაინისათვის მიუწოდებია იარაღი. უკრაინაცა და საქართველოც იმსახურებენ ამგვარ დახმარებას. დასავლეთის დახმარებას, შეუძლია, ამ ქვეყნებს თავიდან ააცილოს აგრესია, რადგან აგრესორს მეზობლებზე თავდასხმის შემთხვევაში გაცილებით დიდი ფასის გადახდა მოუწევს”, – განაცხადა კორტნიმ

Comments
Loading...