საქართველოს ტელევიზიის ისტორია

საქართველოს ტელევიზია 1953 წლიდან იღებს სათავეს,ამავე წელს დაიწყო პირველი ტელეცენტრის დაპროეტება თბილისში, რომელიც უნდა განთავსებულიყო მთაწმინდის ზედა პლატოზე. 1956 წელს მთაწმინდის ზედა პლატოზე პროექტის შესაბამისად დამთავრდა სატელევიზიო ანძის მშენებლობა. ანძის სიმარლე 185 მეტრი იყო(ეს ანძა მაშინ სსრკ-ში ყველაზე მაღალი იყო) და სწორედ მთაწმინდის ტელესტუდიიდან ხორციელდებოდა პირველი ტელეგადაცემები.მთაწმინდის ტელესტუდიიდან მაუწყებლობა 11 წელი მიდიოდა.


1956 წლის 30 დეკემბერს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისის ტელეცენტრი და დაიწყო სატელევიზიო პროგრამების რეგულარული გადაცემები,სწორედ ეს წელია ქართული ტელევიზიის ფეხადგმის წელი.ტელემაუწყებლობა მართლაც დიდი მოვლენა იყო არა მარტო საქართველოს სინამდვილეში, არამედ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში.


ტელეგადაცემები საწყის პერიოდში წარმოებდა კვირაში ოთხჯერ, ხოლო 1961 წლიდან დაიწყო ყოველდღიური გადაცემები. პირველი ტელეგადაცემები იმ პერიოდში შესაბამისი ჩამწერი აპარატურის არარსებობის გამო წარმოებდა ჩაწერის გარეშე, პირდაპირი ეთერით, რაც ძალიან ართულებდა სამუშაოებს.
პიველი დიქტორები იყვნენ: ა. მაჭავარიანი, ლ. მიქაძე. ტელევიზიის პირველი ნაბიჯები საქართველოში რთული და ძნელი გადასადგმელი იყო,სტუდიაში თავდაპირველად ერთი უძრავი კამერა იყო. არ იყო მრავალფეროვანი გადაცემები, თუმცა მრავალფეროვანი იყო საბავშვო გადაცემები,მათ მთელი სატელევიზიო ეთერის ნახევარზე მეტი ეთმობოდა,იდგმებოდა სხვადასხვა საბავშვო დადგმები: „ქარელი გველი“, “სქელი და თხელი“, „კაკო ყაჩაღი“ და სხვ.
აგრეთვე იყო მხიარული ვვიქტორინები, მუსიკალური სკოლის მოსწავლეების კონცერტები , „ბაბუა თევდორეს ზღაპრები“ , „შეხვედრები პირველკლასელებთან და ა.შ…..
საეთერო დრო ეთმობოდა აგრეთვე მუსიკასაც. ხშირად გადიოდა კონცერტები რომელიც მოწონებას ვერ იმსახურებდა. საქმე ის იყო, რომ ამ კონცერტებს ისე აკეთებდნენ, როგორც „ცოცხალ“ გადაცემას , და ის რაღაც გაურკვეველ შთაბეჭდილებებს ტოვებდა.თუმცა იყო ისეთი კონცერტებიც რომელის საყოველთაო აღიარებებს იწვევდა. ისინი ძირითადად უცხოელი შმსრულებლების ხარჯზე ხდებოდა.


1957 წლის შემოდგომაზე თბილისის ტელე სტუდიამ მიიღო მოძრავი ტელე-სადგური, რომლითაც შესაძლებელი გახდა ფართოდ გაშლილიყო ტელე საქმიანობა. ამ სადგურის წყალობით შესაძლებელი გახდა პირდაპირ ეთერში სპორტული და კულტურული ღონისძიებების პირდაპირ ეთერში გადაცემა. პირველი პირდაპირი გადაცემა გადაიცა „დინამოს„ სტადიონიდან.
ამავე წლის 27 აგვისტოს დაიწყო პოლიტიკური გადაცემების გაკეთება. უნდა ითქვას რომ სწორედ ამ პერიოდიდან იწყება სატელევიზიო დადგმების გაკეთებაც.განსაკუთრებით აღსანიშნავია რეჟისორ მ. ჯალიაშვილის მიერ დადგმული „ბებრები“ (ნ. ლორთქიფანიძის მოთხრობის მიხედვით) რომელშიც დაუვიწყარი სახეები შექმნეს ს.თაყაიშვილმა, და ა.ჟორჯოლიანმა.


1958 წლიდან იწყება საინფორმაციო გადაცემების გაკეთება. აღსანიშნავია გადაცემა „უკანასკნელი ცნობები“, რომელიც დიდი პოპულარობითა და რეიტინგით სარგებლობდა. ამ გადაცემის მეშვეობით ხალხი კვირაში 2-3 ჯერ საინტერესო ცნობებს იღებდა.1958 წ-ს 16 მარტს პირველად მოხდა ჩართვა საარჩევნო უბნიდან.


1968 წლიდან ჩამოყალიბდა ტელეფილმების სტუდია,ამავე წლიდან ქართული ტელევიზია ფერადი გახდა, ფერადი გადაცემები დაიწყო 7 ნოემბერს.

1972 წელს მთაწმინდის ზედა პლატოზე დამთავრდა ახალი მრავალპროგრამიანი სატელევიზიო ანძის მშენებლობა, რომლის სიმაღლე 274,5 მეტრია.

1999 წლის 1 ოქტომბერს მოეწყო საქართველოს ტელერადიოკორპორაციის პირველი ტელე და რადიოპროგრამების გადაცემა თანამგხზავრული კავშირის სისტემის საშუალებით.


.1956 წ-ს შემდეგ ტელევიზიამ დიდი პროგრესი განიცადა, და იგი დღეს უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, იგი ინფორმაციის მიწოდებისა და გადაცემის საუკეთესო საშუალებაა.ტელევიზიამ დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების განვითარებაზე და იგი ახლაც დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. ამ ყველაფრის შედეგად მივიღეთ ის,რომ დღესდღეობით საქართველოს ტელესივრცეში არაერთი არხია,რომლებიც წინა პერიოდისაგან განსხვავებით მრავალფეროვან და საინტერესო გადაცემებს გვთავაზობენ.

Comments
Loading...