საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება

ევროკომისია საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშს ხვალ, 18 დეკემბერს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაცია “სივილ პრესს” საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაუდასტურა. მათ ოფიციალური განცხადებაში ნათქვამია, რომ ანგარიშის გამოქვეყნების პარალელურად, ელჩი იანოშ ჰერმანი თბილისში პრესკონფერენციას გამართავს.
“საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გატყობინებთ, რომ 18 დეკემბერს ევროკომისია გამოაქვეყნებს ანგარიშს,, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების პარალელურად, ელჩი იანოშ ჰერმანი გამართავს პრესკონფერენციას თბილისში. პრესკონფერენციის ზუსტ დროს შეგატყობინებთ მოგვიანებით”, – ნათქვამია ევროკავშირის საელჩოს განცხადებაში.
„ეს არის ჩვეულებრივი შეტყობინება პრესისთვის იმის თაობაზე, რომ ხვალ ბრიუსელში ეს ანგარიში გამოქვეყნდება. სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ვიტყვით რომელ საათზე. იქ ნათქვამია, რომ დამატებით მოგაწოდებთ ინფორმაციას რომელ საათზე იქნება იმიტომ, რომ სამსაათიანი სხვაობა გვაქვს ბრიუსელთან, ამის გამო ჩვენ ველოდებით მათგან დროის გამოცხადებას და ამიტომ ჯერჯერობით დროს ვერ დავადასტურებთ. იანოს ჰერმანის პრესკონფერენცია სწორედ ანგარიშის გამოქყნების პარალელურად გაიმართება. როდესაც ბრიუსელი ანგარიშს გამოაქვეყნებს, ჩვენ პრესკონფერენციას ჩავატარებთ, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ანგარიში, რომელიც ქართულ ენაზეც იქნება“,-განუცხადა „სივილ პრესს“ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თამარ მიქაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს საკითხზე სავიზო რეჟიმის ლიებრალიზაციაზე ანგარიში 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა ის გაურკვევლი ვადით გადაიდო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გადადების მიზეზი უკრაინასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

Leave A Reply

Your email address will not be published.