“საქართველოსა და უკრაინაზე მომზადებული ანგარიშები და რეკომენდაციები პოზიტიური იქნება”

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინაზე მომზადებული ანგარიშები და რეკომენდაციები პოზიტიური იქნება.
ამის შესახებ ჰანმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ჟურნალისტებს განუცხადა.
“საქართველოსა და უკრაინაზე მომზადებული ანგარიშები და რეკომენდაციები პოზიტიური იქნება და წარვუდგენთ წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციებთან ერთად. ამის შემდეგ გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების მისაღებია. სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება, მაგრამ პოზიტიურ გზაზე ვართ”, – აცხადებს ჰანი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ევროკომისია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიშს ხვალ გამოაქვეყნებს. ანგარიშში წარმოდგენილი იქნება შეფასებები, თუ რამდენად წარმატებით შეასრულეს საქართველომ და უკრაინამ სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის აუცილებელი პირობები.

Leave A Reply

Your email address will not be published.