საქართველოში 21 თებერვლამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება

საქართველოს მასშტაბით 21 თებერვლამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ “პირველს” სინოპტიკოსებმა განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, 0 გრადუსი იქნება, დღისით – 9-14. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით -6, -1 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი ტემპერატურა 7-12 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქშიც უნალექო ამინდი და სუსტი ქარია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა 3-11 გრადუსი იქნება.
18 ტებერვალს მაქსიმალური ტემპერატურა საქართველოში 1960 წელს +19.8 გრადუსი დაფიქსირდა, მინიმალური – 1993 წელს -10.1 გრადუსი.

pia.ge
Comments
Loading...