საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი თანამდებობას არ ტოვებს

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი ქვეყანას არ ტოვებს და ის პოსტს ინარჩუნებს. ამის შესახებ “პირველს” ამერიკის საელჩოში განუცხადეს.
საელჩოს ინფორმაციით, იან კელი კარიერული დიპლომატია და ის არ არის დანიშნული გარკვეული პოლიტიკური ნიშნით, რაც იმას ნიშნავს ამერიკაში პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ პოსტის დატოვება არ მოუწევს.

როგორც ცნობილია, ელჩები, რომლებიც გარკვეულ ქვეყნებში პოლიტიკური ნისნით არიან დანიშნული, შესაძლოა, ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეიცვალონ.

იან კელი 2010-2013 წლებში შეერთებული შტატების ელჩი იყო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), 2009-2010 წლებში კი ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნობის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერად მუშაობდა.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იან კელი საქართველოში ელჩობის კანდიდატად 2015 წლის 13 მარტს წარადგინა.

Comments
Loading...