საქართველოში ამინდი გაუარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

9-12 თებერვალს საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 9 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით. მათ შორის თბილისში თოვლჭყაპი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი იქნება.

საქართველოში ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი 13 თებერვლამდე შენარჩუნდება.

10-12 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 , +7 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები 10-12 თებერვალს დედაქალაქში მცირე თოვლს პროგნოზირებენ.

 

 

ambebi.ge

Comments
Loading...