საქართველოში ჩინელი მასწავლებლები ჩამოდიან

პროგრამას – “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”, 16 ჩინელი მოხალისე მასწავლებელი შეუერთდა. მოხალისეები საჯარო, კერძო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩინურ ენას ასწავლიან. პროგრამის ახალი მონაწილეებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ ქვეყნის კულტურული თავისებურებების, ისტორიის და საგანმანათლებლო სისტემის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. დღესვე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

Comments
Loading...