საქართველოში დაახლოებით 15 600 ბავშვი სახიფათო სამუშაოს ასრულებს

საქართველოში ბავშვებს სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონის მიზეზით  თავიანთ ასაკთან და ფსიქო-ფიზიკური განვითარების დონესთან შეუსაბამო სამუშაოს შესრულება უხდებათ. ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ განაცხადა. მან ქალების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომის სფეროში არსებული გამოწვევების შესწავლის შედეგები და ჩატარებული კვლევები წარმოადგინა.

„ხშირია ბავშვთა შრომის საფუძველზე სკოლის მიტოვების შემთხვევები და ოჯახებში სეზონური სამუშაოების შესრულების მიზეზით სკოლის გაცდენის ფაქტები. საქართველოში 5-17 წლის ასაკის 571 ათასი ბავშვი ცხოვრობს და აქედან 24,4 ათასი ბავშვთა შრომაშია ჩართული, რომელთა 63,9% ანუ დაახლოებით,  15 600 ბავშვი სახიფათო სამუშაოს ასრულებს“, – ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე.

Comments
Loading...