საქართველოში ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის და პროგნოზირების ცენტრის სამმართველოს ხელმძღვანელის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 24 და 25 იანვრის დღის პირველ ნახევარში, საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ღამით ყინვა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია -2 +3 გრადუსი, მთიან რაიონებში -3 -8, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -9 -14 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია ყინვა -9 გრადუსამდე. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში -15 გრადუსამდე, ზოგან კი -20-დან -22 გრადუსამდე.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით ყინვაა -3 გრადუსი, დღისით ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსამდე მოიმატებს.
22 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის დღის მაქსიმალური ტემპერატურა 1-დან +6 გრადუსამდე იქნება. მთიან რაიონებში ტემპერატურა -2-დან +3 გრადუსამდე მოიმატებს, მაღალმთიან რაიონებში კი -2 -7 გრადუსი იქნება.
26 იანვარს საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ნალექი თოვლის სახით იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ კვლავ დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს