საქართველოში ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლია მოსალოდნელი

საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.

26 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 29 დეკემბრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

Comments
Loading...