საქართველოში H1 N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში H1 N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, H1 N1-ის სიმპტომებით შუა ხნის მამაკაცმა ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოს მიმართა, გარდაცვალების მიზეზი კი გრიპი და თანდართული ქრონიკული დაავადება გახდა. ინფორმაციას ადასტურებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში-“როდესაც ათეულობით ადამიანი ავად ხდება, ვიღაცას დაუმძიმდება. დღეისათვის დაფიქსირებული გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა. ორივე შემთხვევაში საქმე გვქონდა თანმხლებ მძიმე დაავადებებთან,” – განმარტა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

Comments
Loading...