საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსამდე მოიმატებს

საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში 1-2 მაისს ჰაერის ტემპერატურა 26-31, აღმოსავლეთ საქართველოში 23-28 გრადუსამდე მოიმატებს.

ამის შესახებ “პირველს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სააგენტოში აცნობეს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 3 მაისიდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასები შემოვა, რის გამოც 4 მაისის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელ-ჭექია ნავარაუდევი, აღმოსავლეთ საქართველოში – სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და დასავლეთ საქართველოში 18-20, ხოლო აღმოსავლეთში – 20-22 გრადუსი იქნება. 5 მაისს გამოიდარებს, თუმცა 6 მაისიდან ისევ წვიმაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება თბილისს, 1-3 მაისის ჩათვლით, ხანმოკლე წვიმა და ელ-ჭექია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე გაიზრდება.
1 მაისს საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 1944 წელს +30.4, ხოლო მინიმალური 1915 წელს +1.0 გრადუსი დაფიქსირდა.

Comments
Loading...