საქართველოში კონტრაბანდული გზით დიდი რაოდენობის ოქრო შემოჰქონდათ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანისას სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ავტომანქანაში მოაწყო სპეციალური სამალავი და სომხეთიდან საქართველოში უკანონოდ გადმოიტანა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები.

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

Comments
Loading...