“დღეს საქართველოში ნებისმიერ უცხოელს შეუძლია, შეიძინოს ნებისმიერი მიწა. არცერთ უცხოელს დღეს არ აქვს არანაირი შეზღუდვა, მათ შორის არც ფსიქოლოგიური განცდა, რომ ამისგან თავი უნდა შეიკავოს”,- აღნიშნა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანის თქმით, მიწის რეგისტრაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს.
“მას შემდეგ, რაც აგვისტოს თვეში მიწის რეგისტრაციის რეფორმა ჩაირთო, კერძო საკუთრებაში 60 000 სასოფლო-სამეურნეო მიწა დავარეგისტრირეთ, რაც არნახული რიცხვია. მოიხსნა ყველა ის ბარიერი, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ ჩვენს მოქალაქეებს. ეს ძალიან პოპულარული რეფორმაა, რადგან დღეში ასობით მოქალაქე მოგვმართავს. მათ მაგივრად ჩვენ ვიძიებთ საბუთებს. ამზმომველებიც უწყობენ ფეხს რეფორმას”,- განმარტა თეა წულუკიანმა.
წყარო: pia.ge