საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მაგნიტუდით 3.3 მიწისძვრა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ყვარელის ჩრდილოეთით სოფელ დიკლოსთან იყო.

ამ დროისთვის ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მიწისძვრების რაიოდენობა გახშირდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო მიწისძვრა 5 მაისს სოღუთლოში დაფიქსირდა.

Comments
Loading...