საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ დმანისის დასავლეთით, 18 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან დაფიქსირდა.

ნგრევისა და დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Comments
Loading...