საქართველოში პირველ ფრინალს პლატფორმა WWW.IDO.GE

წარმოგიდგენთ საქართველოში პირველ ფრინალს პლატფორმას – www.iDo.ge. დეტალური ინფორმაციისთვის ჩვენ გავესაუბრეთ iDo.ge-ს გუნდის წარმომადგენლებს: ანი მამისაშვილს, ემირი ბერიშვილს და ვაჩე მაკარიძეს.

iDo.ge მთავარი ფოტო

iDo.ge-ს წარმომადგენლები

ქართული ფრილანს პლატფორმის შექმნის იდეა დაახლოებით 3 წლის წინ დაიბადა. პროექტის ავტორი და თავად პლატფორმის შემქმნელი შოთა მეგრელიშვილია. თანდათანობით მას გუნდის დანარჩენი წევრებიც შევუერთდით. დღეს iDo.ge შვიდი წევრისაგან შემდგარი გუნდია.

მოგეხსენებათ, დასაქმების პრობლემა საქართველოში დიდი ხანია აქტუალურია. ასევე, ხშირად კომპანიებს ან კერძო პირებს სჭირდებათ ხანმოკლე ან ერთჯერადი მომსახურება. ჩვენი საიტი აძლევს დამსაქმებელს, მომსახურების მიღების საშუალებას, შემსრულებლის ძირითად შტატში აყვანის გარეშე. iDo.ge არის დისტანციური დასაქმების ონლაინ პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით დასაქმების ახლებურ, უცხოეთში აპრობილებური პრაქტიკის დანერგვას.
ჩვენს საიტზე არა მარტო შემსრულებელს, არამედ დამკვეთსაც აქვს განცხადების გამოქვეყნების საშუალება. თუ დამკვეთი შემოდის საიტზე და ხედავს, რომ მისთვის სასურველი მომსახურების სფერო არის ამოწურული ან ჭირდება რაიმე სპეციფიური შეკვეთის შესრულება, მას აქვს დავალების გამოქვეყნების საშუალება.
დღეს ჩვენი საიტის სტატისტიკა ასეთია: რეგისტრირებულია 1400 მომხმარებელი, 400 განცხადება არის გამოქვეყნებული და 50-ზე მეტი დავალება არის შესრულებული. აქვე გვინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთი კმაყოფილი დამკვეთის შეხედულება მიღებულ სამუშათან დაკავშირებით

კმაყოფილი დამკვეთი

1. როგორ ხდება საიტზე რეგისტრაცია?
პლატფორმაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ორი გზით, eMoney ან Facebook ანგარიშების გამოყენებით. ეს მარტივია და იკავებს ძალზედ მცირე დროს. eMoney-ანგარიშის ფლობა აუცილებელია ანაზღაურების მისაღებად და გასაწევი მომსახურების ღირებულების გადასახდელად.

2. რომელი თემატიკის მქონე განცხადებების განთავსებაა დაშვებული?
მოგეხსენებათ, საქმე ფრილანსთან გვაქვს, ამიტომ მთავარი პირობა ისაა, რომ მომსახურება ონლაინ რეჟიმში უნდა იყოს შესრულებადი. განცხადებების ავტორთა პროფესია და მომსახურების სპექტრი შეუზღუდავია. მაგალითად: გრაფიკა და დიზაინი, მართლწერა და თარგმნა, IT & პროგრამირება, საჩუქრები და საჩუქრის იდეები, რეკლამირება, ცხოვრების სტილი, .კონსულტაცია და რჩევები, მარკეტინგი და სოც. მარკეტინგი, ბიზნესი, სასაცილო და სახალისო, აუდიო ვიდეო, სხვადასხვა.

3. რაც შეეხება თქვენს სამომავლო გეგმებს?
ჩვენი გუნდი დიდი ენთუზიაზმითა და სრული დატვირთვით მუშაობს საიტის ფუნქციური შესაძლებლობების გაზრდასა და თავად პლატფორმის პოპულარიზაციაზე. ამ ენთუზიაზმს კიდევ უფრო მეტად გვმატებს მომხმარებელთა მიერ გამოგზავნილი წერილები, რომლებშიც არცთუ ისე იშვიათად მადლობას გვიხდიან საიტის შექმნისთვის. გულისყურით ვადევნებთ თვალყურს მომხმარებელთა გამოხმაურებებს და მაქსიმალურად ვცდილობთ მიღებული შენიშვნების გათვალისწინებას. ჩვენი უპირველესი მიზანია ნდობის დამსახურება. მნიშვნელოვანია, რომ მივეჩვიოთ საქმის კეთების ახლებურ ხედვას, მსგავსი პროექტებით მოვახერხოთ საკუთარი საქმიანობის/ბიზნესის ოპტიმიზაცია და უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ დრო, რადგან დრო – ფულია. მომავალში www.iDo.ge აუცილებლად გავრცელდება არამარტო მთელს კავკასიის რეგიონზე, არამედ კუთვნილ ადგილს დაიჭერს გლობალურ ინტერნეტ-სივრცეში. ჩვენს ყველა თანამემამულეს კი, მთელი გუნდის სახელით, ვულოცავ ჩავლილ დღესასწაულებს, ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას და საკუთარი დროის ეფექტურ გამოყენებას.

Comments
Loading...