“საქართველოში რამე არ მოეწონებათ და ხან ბიძოს აბრალიან, ხან მიშას, ხან ედიკას და ა.შ.”

“რუსეთში მცხოვრებ ახლობელს ვესაუბრე. რუსეთში მასობრივი ფსიქოზია, ყველა წარუმატებლობას ამერიკას აბრალებენო, მაგალითად: შუქი თუ ჩაქვრა – დამპალი ამერიკის ბრალია, მოსავალი არ მოვიდა – ისევ ამერიკაა დამნაშავე! ქალი რო საბოზაოდ წავა და შუაღამე დაბრუნდება სახლში, ქმარი მაინც ამერიკას აგინებსო. პუტინი ღმერთია, კიდე კაი ეგაა, თორე მთლად დავიღუპებოდითო. აი ასე აზროვნებს სუყველა.
კეთილი შურით შეშურდა აქაური მდგომარეობის: საქართველოში რამე არ მოეწონებათ და ხან ბიძოს აბრალიან, ხან მიშას, ხან ედიკას და ა.შ.
დასკვნა: წარუმატებლობის ვინმეზე გადაბრალებაში ჩვენ ბევრად დემოკრატიულები ვართ, გადასაბრალებლების ფართო არჩევანი გვაქვს.”

წერს იოსებ კობერიძე სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.