საქართველოში ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო ორჯერ დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო ორჯერ დაფიქსირდა. როგორც იმნაძემ “პალიტრანიუსს” განუცხადა, ამის მიუხედავად, საქართველოში დაავადების გავრცელების რისკი ნაკლებია, “ვინაიდან სამხრეთ ამერიკაში საქართველოს მოსახლეობა მასობრივად არ დადის”. მისივე თქმით, კოღო ბოლო სამოცი წლის განმავლობაში პირველად ორი წლის წინ, მეორედ კი შარშან დაფიქსირდა.

“ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა გადამტანებზე ზედამხედველობას და შარშანწინ აღმოჩნდა პირველად ბათუმის შემოგარენში, საბურავების ერთ-ერთ საწყობში ამ სახეობის – Aedes-ის ტიპის კოღო. ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ ამის შესწავლას. შარშან უკვე ზუგდიდის შემოგარენში იყო
You must have Flash Player installed in order to see this player. ასევე საბურავების საწყობში. ხაზს ვუსვამ, რომ არც ერთ ქალაქში არ არის ეს კოღო”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, პაატა იმნაზე აცხადებს, რომ პრევენციის მიზნით, “უნდა მოვერიდოთ ბრაზილიაში მოგზაურობას, თუ ძალიან აუცილებელი საქმე არ გვაქვს და თუ წავალთ, უნდა წავისვათ წამალი, რომ კოღო არ მოგვეკაროს. ასევე უნდა მოვერიდოთ კოღოს გასამრავლებელი ადგილების შექმნას, მაგალითად როგორიც არის წყლით სავსე ჭურჭელი ეზოში და ა.შ”.

“გაზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ჩვენ ასევე ვიწყებთ კოღოებზე ზედამხედველობას. მთელი თბილი სეზონი მიმდინარეობს კონტროლი თუ სად, რომელ რეგიონში რა სახეობის კოღო არსებობს. სწორედ იმიტომ, რომ დაფიქსირებულია ამ სახეობის კოღო საქართველოში, გასულ წელს მთელ საკურორტო ზონაში ძალიან ფართომასშტაბიანი სადენზიფექციო სამუშაოები ჩაატარეს სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სამინისტრომ”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

Comments
Loading...