საქართველოსთან უვიზო რეჟიმის აღდგენის ყველა წინაპირობას ხედავს და ორი ქვეყნის ურთიერთობის დარეგულირების მომხრეა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი ცარიელ ადგილზე არ დაწყებულა. ჩვენ არ ვართ სიტუაციის დაძაბვაში დამნაშავეები, ჩვენ არ დაგვიწყია საომარი მოქმედებები სამხრეთ ოსეთში, თუმცა მიუხედავად არსებული ვითარებისა, ვფიქრობ, აუცილებელია ურთიერთობების ნორმალიზება. ვითარება უნდა დავარეგულიროთ და ჩვენ ყველა საფუძველი გვაქვს, რომ უვიზო რეჟიმს დავუბრუნდეთ საქართველოსთან. გარკვეული სიგნალები მოდის საქართველოს ზოგიერთი უწყებიდან და სპეცსამსახურებთან უნდა ვითანამშრომლოთ, რომ ამ უვიზო მიმოსვლამ არ დააზარალოს მხარეები ანტიტერორისტული საკთხის თვალსაზრისით.” , – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
სავიზო რეჟიმი, საქართველოსა და რუსეთს შორის 2000 წლის 5 დეკემბერს, რუსეთმა ცალმხრივად შემოიღო. მიზეზად პანკისიდან ტერორიზმის საფრთხე დაასახელეს. მოგვიანებით რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია მოხდა.
2008 წლის 8 სექტერმბრიდან რუსეთის ვიზის მიღება მხოლოდ ახლო ნათესავის მოწვევის საფუძველზე იყო შესაძლებელი. 2015 წლის 23 დეკემბერს რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შედარებით გაამარტივა.