“საყდრისის დაცვის საზოგადოებრივმა კომიტეტმა” პროკურატურას მიმართა

საყდრისის უნიკალური მაღაროს აფეთქებიდან ერთი წლის შემდეგ “საყდრისის დაცვის საზოგადოებრივმა კომიტეტმა” დღეს, პროკურატურაში განცხადება შეიტანა, რომლითაც ირაკლი შოთაძეს საყდრისის აფეთქების საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.
კომიტეტის წევრები მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას და საყდრისის საქმეების დროულად და ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ.
“2014 წლის 13 დეკემბერს, საქართველოში მოხდა ყველაზე სამარცხვინო დანაშაული. ბარბაროსულად ააფეთქეს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – საყდრისი. ამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” პროკურატურაში განაცხადი შეიტანა, რათა დაწყებულიყო გამოძიება, თუმცა, არანაირი შედეგი ამ ყველაფერს არ მოჰყოლია. ვითხოვთ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას. აგრეთვე საყდრისის საქმეების დროულად და ობიექტურად გამოძიებას, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, რა ბედი ეწია ძეგლის აფეთქების საქმის გამოძიებას.
Aამავე დროს მიგვაჩნია, რომ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც გარკვეულწილად მონაწილეობა მიიღეს საყდრისის აფეთქებაში.
ვინაიდან ახალ პროკურორს პრეტენზია აქვს საამართლიანობაზე, ეს საქმე მისთვის ერთგვარი ტესტი იქნება”, – განაცხადა “საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის” წევრმა ნინო ბურჭულაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.