„საყურეს ახლა გაგიკეთებ პირზე, აშკარად მოწეული ხართ“ – „იბერიას“ ეთერში დაპირისპირება მოხდა

ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „პრიორიტეტის“ ეთერში, მუსიკალურ პროდიუსერ კახა ცისკარიძესა და ჟურნალისტ ზაზა სვანაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მარიხუანას დეკრიმინალიზაციის თემას მოჰყვა, რასაც ზაზა სვანაძემ „თითიდან გამოწოვილი“ საკითხი უწოდა.

„საყურეს ახლა გაგიკეთებ პირზე. უზრდელი და გაუნათლებელი ხარ“, – მიმართა კახა ცისკარიძემ სვანაძეს.

Comments
Loading...