საყვარელიძე: ლევან ბერძენიშვილმა მეგობრებიდან წამშალა

“რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი ფრიდონ საყვარელიძე სოციალურ ქსელში პარტიიდან წასვლის შესახებ წერს. მისი თქმით,  „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა „ფეისბუქის“ მეგობრების სიიდან  ამოშალა.

„რესპუბლიკური პარტიიდან წამოსვლის შემდეგ ვფიქრობდი, ერთი სამასკაციან გაცილებას მომიწყობენ-მეთქი, ალბათ, 24 წლიანი ერთგული მსახურების აღსანიშნად და დასაფასებლად, მაგრამ, აგერ, ლევან ბერძენიშვილმა მეგობრებიდან წამშალა.

ყოჩაღ ლევან, ძმაო, მა-ლა-დეც. სხვებსაც დაგელოდებით, პარტიულ მეგობრებს და თანამებრძოლებს. არ მოგერიდოთ, დაუნდობლად ამომშალეთ მეგობრების სიიდან, როგორც პარტიის მტერი და მოღალატე. კომენტარები მერე იყოს“, – წერს საყვარელიძე.

ფრიდონ საყვარელიძემ „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

Comments
Loading...