„საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, რომლის მონაწილეა ელისაშვილი“

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.

„ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს უკავშირდება. ისინი ქმნიანყალბ ჯგუფებს. მათ შორის, ჩემი სახელითაც მინიმუმ 30 გვერდია შექმნილი სოციალურქსელში. ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება არღვევს ეთიკურსტანდარტებს. ამაში ბრალს ვდებ „ნაციონალურ მოძრაობას” და იმ ჯგუფებს, რომლებიცმათთნ ერთად არიან.

სწორედ ამიტომ დაიწყო სამართლებრივი დავა. იმდენ განცხადებას გავაკეთებ სასამართლოში, რამდენი ცილისწამებაც იქნება. ამით არ დავიღლები.
ელისაშვილი თუ ვინმე სხვა, იქნება იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა აგონ პასუხისაკუთარი განზრახ ცრუ ბრალდებებისთვის. დაველოდები პროკურატურის დასკვნას დაშესაბამის პროცესს გავაგრძელებ. საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, რომლის მონაწილეა ელისაშვილი და შესაძლოა სხვებიც იყვნენ.

მე მასთან მექნება თხოვნა, რომ იმ სულელურ და ცრუ განცხადებებს, რომელსაც აკეთებს,დაურთოს კონკრეტული ფაქტები და ამაზე ისაუბროს. ამ ადამიანს დღემდე არც ერთიკონკრეტული ფაქტი არ დაუსახელებია.

ვაიძულოთ პოლიტიკოსები საკუთარი შეფასებების დროს კონკრეტულ ფაქტებზეისაუბრონ. ელისაშვილი არის ჩამოყალიბებული ფლიდი, რომელიც განზრახ აკეთებს ამყველაფერს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.