სარალიძე: შსს-დან და პროკურატურიდან სიახლეებს ყოველდღე ველოდები

“შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მთავარი პროკურატურიდან სიახლეებს ყოველ დღე ველოდები იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი არ არის გაკეთებული ბოლო სამი თვის განმავლობაში” – ამის შესახებ ჟირნალისტებთან ზაზა სარალიძემ, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში განაცხადა.

სარალიძე ქუთაისში, პარლამენტში იმყოფება, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უნდა მოუსმინონ.

“სიახლეებს ველოდები და სწორედ იმიტომ ვარ ქუთაისში ჩამოსული, რომ მინისტრის პასუხებს პირადად მოვუსმინო. არა მხოლოდ მინისტრის პასუხებს, არამედ დეპუტატების გამოსვლებიც მაინტერესებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთსა და იმავე ხერხს მიმართავენ, რომ დამნაშავეების დასაკავებლად მზად არიან, მაგრამ ფაქტია, პროკურატურა თავს იკავებს. პროკურატურაში სხვა პასუხს ვღებულობ, შინაგან საქმეთა სამინისტოში – სხვას. ანუ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის მკვლელების დასაკავებლად, მაგრამ პროკურორები შესაბამის განკარგულებას არ გამოსცემენ. პროკურატურა ამბობს, რომ თითქოს არ არსებობს მტკიცებულებების ერთობლიობა, რის საფუძველზეც ბრალდება შეიძლება იქნას წაყენებული კონკრეტული პირის მიმართ. დამერწმუნეთ, საქმის მასალებში მტკიცებულებები არსებობს, ყველაფერი გამოკვეული და ნათელია, უბრალოდ, ვიღაც ადამიანის კეთილი ნება სჭირდება, რომ სამართალი აღსრულდეს. გახარიას გადასაწვეტია, პოლიტიკური ნება ექნება თუ არა. ჩემი კითხვაა – სად არია ჩემი შვიკის მკვლელი. ეს არის უდიდესი კითხვა. სამწუხაროდ, არ მგონია, კითხვა დამასმევინონ”-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

Comments
Loading...