სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ხვალ დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, 10:00 საათიდან 16 :00 საათამდე შეზღუდვა ნინო ჩხეიძის, სულიაშვილის და თოიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

შუქი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ფანასკერტელ-ციციშვილის, ლიხაურის, დიღმის მასივის VI მიკრორაიონის, მიქელაძის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს გაეთიშება.

ენერგომომარაგება 10:30 საათიდან 15:00 საათამდე ცოტნე დადიანის, ქსოვრელის და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეზღუდება.

ელექტროენერგია 10:30 საათიდან 18:00 საათამდე ირაკლი აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეზღუდება.

შეზღუდვა 11:00 საათიდან 14:00 საათამდე აღმაშენებლის ხეივნის, სოფელ დიღომის (ნაწილობრივ) და დავარის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

შუქი 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ნადარეიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს გაეთიშება.

ენერგომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ჭიჭინაძის ჩიხის და ჭიჭინაძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეზღუდება.

შეზღუდვა 11:30 საათიდან 18:00 საათამდე ხეჩუაშვილის, ვარდევანის, უწერის, ყუშიტაშვილის და ჭრებალოს ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Comments
Loading...